ორშაბათი 26, აგვისტო 2019

ხელვაჩაურის მერიაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შევიდა

01, მარტი 2019 17:15:00

Tv 25 -ს  ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, რომ ხელვაჩაურის  მერიაში სახელმწიფო უსაფრთხოების  სამსახური შევიდა. ჩვენივე ინფორმაციით , საგამოძიებო ორგანო უწყების მაღალჩინოსნების საქმიანობას სწავლობს.  სხვა დეტალები კი ამ ეტაპზე არ საჯაროვდება.ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს მუნიციპალიტეტის მერი, თუმცა ჯუმბერ ვარდმანიძე აქვე განმარტავს, რომ მერიაში მხოლოდ ფინასნთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურია შესული და  იმ დოკუმენტაციას სწავლობს, რომელიც აუდიტორებმა გამოაქვეყნეს.ცნობისთვის ოპოზიცია, ბოლო რამდენიმე დღეა მერიაში და საკრებულოში შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე საუბრობს. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა მერის იმპიჩმენტის საკითხი საკრებულოს სხდომაზე დააყენეს.ჩვენი გადამღები ჯგუფი ამ წუთებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიში იმყოფება და დამატებით დეტალებს არკვევს.