ორშაბათი 22, ივლისი 2019

სოფელ ჯოჭოს საჯარო სკოლაში ახალი სანიტარული ინფრასტრუქტურა მოეწყო

01, მარტი 2019 17:05:00

სოფელ ჯოჭოს საჯარო სკოლაში ახალი სანიტარული ინფრასტრუქტურა მოეწყო. სრულად შეიცვალა წყალგაყვანილობის სისტემა, დამონტაჟდა წყლის ბიოლოგიური გაუვნებელყოფის თანამედროვე აპარატურა, წყლის გამაცხელებელი, შენობის შიგნით თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო ტუალეტები და მწყობრში შევიდა სეპტიკური წყლების გასუფთავების ეკოლოგიურად უსაფრთხო სისტემა. სკოლის მასწავლებლებს ჩაუტარდათ სპეციალური გადამზადება სანიტარიისა და ჰიგიენის საკითხებში, ყველა კლასში ჩატარდა ე.წ. „სუფთა ხელების“ გაკვეთილები. პროექტი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით , საქართველოს სამედიცინო ჯგუფისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰერას“ ხელშეწყობით განხორციელდა.


დღის ამბები