01, მარტი 2019 20:06:00
მამულიშვილებთა საგვარეულო კავშირში განხეთქილებაა. დაპირისპირება ამჟამინდელ და ყოფილ ხელმძღვანელებს შორის თანხემა გამოიწვია. მოქმედი წინამორბედს ბიუჯეტის არამიზნობრივად გამოყენებასა და საზოგადოების მოტყუებაში ადანაშაულებს. საქმეს პროკურატურა უკვე იკვლევს.
ეს არის ერთადერთი ბრალდება, რომელსაც აჭარის საგვარეულო კავშირის მოქმედი თავმჯდომარე წინამორბედს უყენებს. ჯეირან ფალავანდიშვილის მტკიცებით, ნიაზ ბოლქვაძე აპოლიტიკურ ორგანიზიაციას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდა. ირწმუნება, რომ ყოფილი პრეზიდენტი კავშირს ერთპიროვნულად მართავდა და შემოწირულ თანხებსაც არამიზნობობრივად ხარჯავდა.
კავშირის უკვე მოქმედ თავმჯდომარეს ეჭვი აქვს, რომ ყოფილი ხელმძღვანელი მის ირგვლივ გაერთიანებულ საზოგადოებას ატყუებს. ფალავანდიშვილი ირწმუნება, რომ ისინი რეალურად მამულიშვილთა კავშირის წევრები არ არიან.
ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ოფიციალური დოკუმენტაციით, დგინდება, რომ ნიაზ ბოლქვაძე თანამდებობიდან რამდენიმე დღის წინ გადააყენეს. ყრილობა გასული წლის აგვისტოში ჩატარდა. დოკუმენტის მიხედვით, კრების მონაწილეთა დიდმა ნაწილმა ბოლქვაძის 12 წლიანი მოღვაწეობა უარყოფითად შეაფასა. მათ შორის იყო გამგეობის წევრი თემურ ნიჟარაძეც.
ბრალდებას პროვოკაციად აფასებს ადრესატი და მათ „დანაშაულებრივ ჯგუფად“ მოიხსენიებს. ნიაზ ბოქლვაძის ინფორმაციით, მხარეებს შორის არსებულ დავას პროკურატურა უკვე სწავლობს.
ბოლქვაძე ირწმუნება, რომ ორგანიზაციის ბიუჯეტის ხარჯვის ამსახველი დოკუმენტი კავშირის აქტიურ წარმომადგენლობას გააცნო.
8 აგვისტოს ჩატარებულ ყრილობას არაკანონიერად მიიჩნევს, კავშირის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი. თამაზ დარჩიძე თებერვალში დედაქალაქში, ჩატარებული ყრილობის შედეგებზე ამახვილებს ყურადღებას.
აჭარის მამულიშვილთა კავშირი 2006 წელს დაფუძნდა. საზოგადოებრივი ორგანიზაციის მუშაობის მიზანი მილევადი გვარების წარმოჩენა და პოპულარიზაციაა. საქმიანობისათვის საჭირო ფინასნური წყარო კი შემოწირულობებია. „მაცნეს“ პროკურატურაში უთხრეს, რომ საქმეზე ძიება მიმდინარეობს და დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი ზომები გატარდება.