01, მარტი 2019 20:03:00
ახლა კი იმ მეღვინეზე უნდა მოგიყვეთ, რომელმაც საყვარელი საქმიანობა საკუთარ ეზოში 20 წლის წინ დაიწყო და ნელ ნელა ისე გააფართოვა, რომ დღეს მისი სახელი და გვარი ეკოლოგიურად სუფთა და საუკეთესო ტექნოლოგიებით დამზადებულ სასმელთან ასოცირდება.
პროფესიით ქიმიკოსი ამ სივრცეში თავს ყველაზე კარგად გძნობს. სასურველი გარემოს შესაქმნელად წლები დაჭირდა, თუმცა შედეგით კმაყოფილია. აქ როგორც საუკეთესო ევროპულ, ასევე, კახური ტექნოლოგიით დამზადებულ ჩხავერს, საფერავს, რქაწითელსა და სხვა სახეობის ღვინოს ამზადებს. მერაბ ჯაფარიძემ საყვარელ საქმეს 20 წელი მიუძღვნა და ღვინის დამზადების კულტურას ყოველდღიურად ანვითარებს.
მერაბ ჯაფარიძემ ჯერ კიდევ წლების წინ საკუთარ ეზოში თავისი საყვარელი საქმიანობის განვითარების მიზნით მარანი მოაწყო, მეორე წელია კი რაც პროეტ ,,აწარმოე საქართველოში“ გამარჯვებილია. საუკეთესოდ წარმოებული ღვინისთვის დიპლომებიც არაერთხელ მიუღია.
ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით გაცილებით მეტ ღვინოს აწარმოებს. სასმელს მუხის კასრებში ინახავს, რათა არ დაკარგოს თავისი გემო და ეფექტურობა.
ახალშენში მცხოვრებ მეწარმეს სურს, რომ ქართულ კულტურაზე საქართველოს მიღმაც საუბრობდნენ. ჩამოსული ტურისტი, რომელიც მერაბ ჯაფარიძის ოჯახში მოხვდება, ღვინოსთან ერთად, ქართული სამზარეულოს რჩეულ კერძებსაც აგემოვნებს.
ეზოში სამი წლის წინ ვენახიც გააშენა, საიდანაც 200 ლიტრ ღვინოს აწარმოებს.მერაბ ჯაფარიძე სამომავლოდ საქმიანობის სფეროს კიდევ უფრო გაფართოებას გეგმავს.