შაბათი 24, აგვისტო 2019

მამუკა ხაზარაძის სკანდალური განცხადებები პარლამენტში

04, მარტი 2019 20:07:00

რამდენიმე დღის წინ მამუკა ხაზარაძემ თიბისი ბანკი დატოვა . ყოფილი ხელმძღვანელი პარლამეტშიც დაიბარეს. საკანონმდებლო ორგანოში ერთ-ერთმა მთავარმა ბანკირმა სკანდალური განცხადებები გააკეთა. სულხან მესხიძე შემოგვიერთდება ახლა, რომელიც დეტალურად გაგვაცნობს, ვისგან მიიღო მან მუქარის შემცველი წერილი  

მუქარის წერილი გიორგი გახარიასგან და შანტაჟი ეროვნული ბანკის მხრიდან - თიბისი ბანკის დამფუძნებელმა საკანონდებლო ორგანოში დეპუტატების წინაშე სახელისუფლო შეტევაზე ისაუბრა და დეტალურად მოყვა იმ საქმის შსახებ, რომლითაც მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ფულის გათეთრებას ედავებიან. ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ბანკირის მტკიცებით, არჩევნების მეორე ტურის წინ შინაგან საქმეთა მინისტრისგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო.

ბანკის დამფუძნებლები პროკურატურის ბრალზდებას არ იზიარებენ. მათი მტკიცებით, არანაირი ფულის გათეთრება  არ მომხდარა და  ფინანსური ოპერაციები ბანკის გადასარჩენად გაკეთდა. 

თიბისი ბანკის ირგვლივ მიმდინარე გამოძიებამ უარყოფითი შედეგი გამოიღო - ასე ფიქრობს მამუკა ხაზარაძე, რომელმაც პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა, რომ ძალიან დიდი ზიანი უკვე სახეზეა.

მამუკა ხაზარაძე უნდობლობას უცხადებს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის კომპეტენციას და ამბობს, რომ სურს, დადგეს კობა გვენეტაძისა და მისი მოადგილის პასუხისმგებლობის საკითხი. ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ბანკირი ასევე, სპეციალური კომისიის შექმნას ითხოვს, რომელიც თიბისი ბანკისა და ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ ორკესტრირებულ შეტევას უფრო დეტალურად  შეისწავლის.


დღის ამბები