სამშაბათი 16, ივლისი 2019

მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურით გამოწვეული პრობლემები მამია ვარშანიძის ქუჩაზე

04, მარტი 2019 20:05:00

მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამო საპროტესტო აქციებს ამჯერად მამია ვარშანიძის ქუჩაზე მცხოვრებლები მართავენ. ადგილობრივებს აუტანელი სუნი და ანტისანიტარია აწუხებთ.  ტერიტორია ყოველ გაწვიმებაზე იტბორება. ბათუმის მერიაში ამჯერადაც   დაპირება გაიცა.  


ბათუმში, მამია ვარშანიძის ქუჩაზე მცხოვრები რაისა მარკოსიანი ყოველ გაწვიმებას შიშით უყურებს. ამბობს, რომ მცირე ნალექის მოსვლის შემთხვევაშიც კი, საცხოვრებელი იტბორება. ამის მიზეზად დასახლებაში სანიაღვრე არხის არარსებობას ასახელებს.

მარკოსიანების გარდა, დატბორვის პრობლემის წინაშე, ვარშანიძის 102 ნომერში, მცხოვრები ათეულობით ოჯახია. ამბობენ, რომ საკანალიზაციო მილები წლების წინ დაამონტაჟეს, თუმცა ექსპლუატაციაში ამ დრომდე არ შესულა. ადგილობრივების თქმით, ფეკალიები დასახლებაში, მიწის ზედაპირზე ტივტივებს. დასახლებაში ამ დრომდე არც სანიაღვრე არხია.

ადგილობრივები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. ამბობენ, რომ დაპირება არაერთხელ მიიღეს, თუმცა დასახლებაში პრობლემა დღეემდე არ მოგვარდა. 

ურეხში, ყოფილი ჩაის ფაბრიკის ტერიტორიაზე მცხოვრებლებლების თქმით, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის შედეგად, დასახლებაში ქვეწარმავლებიც მომრავლდნენ. 

ბათუმის, საკრებულოს დეპუტატი, რომელიც დასახლების ინტერესებს იცავს ამბობს, რომ ამდენიმე წლის წინ დამონტაჟებული საკანალიზაციო მილები უკვე შესაცვლელია. მერიაში კი განმარტეს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაობისთვის კომპანიის შერჩევა - შეფასების ეტაპზე არიან. 

წყალარინების სისტემაზე დაერთებას კომპანია ბათუმის წყლის მენეჯმენტი უზრუნველყოფს. აქ განმარტეს, რომ საკნალიზაციო მილები ექსპლუატაციაში წლის ბოლომდე შევა.  

 


დღის ამბები