პარასკევი 19, ივლისი 2019

ბათუმის გარკვეული ტერიტორია ისევ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს დაუბრუნდება

05, მარტი 2019 17:11:00

ბათუმის მუნიციპალიტეტს 555 482 კვ მ ტერიტორია გამოეყოფა და იგი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს დაუბრუნდება. საკითხზე ბათუმის საკრებულოს დეპუტატებმა დღეს იმსჯელეს. საუბარია 391 ოჯახზე. აღნიშნული ტერიტორია ბათუმს 2011 წელს მიუერთდა. მისი უკან დაბრუნების ინიციატივა კი ხელვაჩაურის მერიას ეკუთვნის. უწყებაში ამბობენ, რომ მას შემდეგ რაც ტერიტორია ქალაქის ნაწილი გახდა, მუნიციპალიტეტი ადმინისტრაციოული შენობების გარეშე დარჩა. პროცედურების მიხედვით, ბათუმის საკრებულოს შემდეგ, საკითხი განსახილველად სამთავრობო კომისიას გადაეცემა. საბოლოო გადაწყვეტილებას კი პარლამენტი მიიღებს.


დღის ამბები