05, მარტი 2019 20:04:00
დღეს თიბისი ბანკის დამფუძვნებელი დაიკითხა. მამუკა ხაზარაძესთან კითხვები საქალაქო სასამართლოს ჰქონდა. მოსამართლე ქვეყნის ერთ ერთი მთავარი ბანკირისგან ახსნა განმარტებებს ისმენდა. საქმე შინაგან საქმეთა მინისტრისგან გაგზავნილ მუქარის წერილს ეხებოდა- რა განცხადება გააკეთა ხაზარაძე დაკითხვის შემდეგ? გიორგი ხაბაძე გაეცნო თემას, გიორგი გისმენთ
საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის გამოკითხვა უკვე დასრულდა. თიბისი ბანკის დამფუძნებელი მოსამართლის თანდასწრებით იმ განცახდების გამო გამოკითხეს, რომელშიც ხაზარაძემ თქვა, რომ შს მინისტრისგან მუქარის წერილი მიიღო. გამოკითხვის დასრულების შემდეგ ბიზნესმენი ამბობს, რომ გიორგი გახარიას წერილის ასლი სასამართლოს გადასცა, ორიგინალი კი - ლონდონში ექსპერტიზაზე გააგზავნა. ხაზარაძემ დღეს ასევე თქვა, რომ სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ნახა საბჭოთა პროკურატურის მენტალიტეტი.
პროკურორი კი აცხადებს, რომ სასამართლოსთვის გადაცემული წერილის ასლი მას ჯერ არ გადასცემია, ამიტომ შეტყობინების შინაარსზე ვერ ისაუბრებს. თუმცა არჩილ ტყეშელაშვილი ამბობს, რომ ხაზარაძემ დღეს ელექტრონული ვერსიით დაბეჭდილი წერილი წარადგინა, რომელსაც არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ აქვს.
სკანდალური განცხადები მამუკა ხაზარაძემ გუშინ, პარლამენტში დეპუტატების წინაშე გამოსვლის დროს გააკეთა. ევროპული საქართველო ხელმოწერებს აგროვებს, რათა შეიქმნას კომისია, რომელიც მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საქმეს შეისწავლის. შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურა „თიბისი ბანკის საქმეზე“ გამოძიებას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე აწარმოებს, საუბარია 17 მილიონი დოლარის გათეთრების ფაქტზე. ია