05, მარტი 2019 20:01:00
მეწაღე ბათუმიდან, რომელიც 20 წელია უძველეს პროფესიას ემსახურება. 52 წლის კაცი, რომელიც მომხმარებლის იმიჯზე ზრუნავს. ფეხსაცმლის ოსტატის ყოველღიურობა და პროცესის სირთულეები და ტრადიციული საქმიანობის დეტალები - ასლანიან სურენის პორტრეტი მაცნეს ობიექტივში
იმედაიშვილის ქუჩაზე მას ყველა იცნობს. დილაადრიან სახელოსნოს ხსნის და მუსიკის ფონზე ტრადიციულ საქმიანობას იწყებს. ობიექტის არსებობა 20 წლიან ისტორიას ითვლის. ასლანიან სურენი აქ გახსნის დღიდან მუშაობს.
იმისთვის, რომ თქვენი ფეხსაცმელი მუდამ წესრიგში იყოს, მეწაღე დღის განმავლობაში აქ 10 საათს ატარებს. განსაკუთრებულ სიამოვნებას ოსტატს ძველი ფეხსაცმელის გაახლებასთან ერთად ინდივიდუალური შეკვეთები ანიჭებს. ეს ის შემთხვევაა, როცა ფანტაზიას მაქსიმალურად იყენებს.
მსგავს დიალოგებს დღის განმავლობაში აქ ხშირად მოისმენთ. სურენჯანს 52 წლის მეწაღეს მუდმივი მომხმარებლები ეძახიან. ურთიერთობა წლებთან ერთად მეგობრობაში გადადის. მათ სიმცირეს არ უჩივის. ყურადღების კონცენტრაცია, მხატვრული ნიჭი, გემოვნება, პასუხისმგებლობა, მოთმინების უნარი. ამბობს, რომ კლიენტურის შესანარჩუნებლად მათი სურვილების სწორად გაგებაა. ეს ხელსაწყოები და პროდუქცია კი მათ რეალიზებაში ეხმარება.
საქმიანობა მეწაღისგან განსაკუთრებულ სიფრთხილეს ითხოვს, რადგანაც თვლის, რომ ფეხსაცმელი გემოვნებიანი ჩაცმულობის მთავარი ელემენტია. შექმნის პროცესს კი სირთულეები რა თქმა უნდა ახლავს.
მეწაღე უძველესი პროფესიის კვალდაკვალ უკვე 20 წელია საქმიანობს. ამ პერიოდში 500-მდე ფეხსაცმელი აქვს შექმნილი. იმედოვნებს, რომ დარჩენილი ცხოვრების ბოლომდე კიდევ ამდენივე მომხმარებლის გახარებას შეძლებს.