პარასკევი 19, ივლისი 2019

ვინ ანაგვიანებს სამშენებლო მასალით აფხაზეთის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიას?

06, მარტი 2019 20:47:00

ტერიტორია თამარის დასახლებაში, რომელიც  სამშენებლო ნაგვითაა  დაბინძურებული. ვინ მიდის კანონის  და  ადგილობრივების ნების წინააღმდეგ და  ვინ ყრის ნარჩენებს აფხაზეთის ქუჩის მიმდებარედ?  კანონდამრღვევის გამოვლენის პასუხისმგებლობა დღეს  ბათუმის  მერიაში ვერ გადაინაწილეს.

ტერიტორიაზე ეს სურათი ბოლო ერთი წელია თითქმის უცვლელია. მიწა და სამშენებლო ნარჩენები, ნაგავთან ერთად თითქმის ყოველდღიურად შემოაქვთ. 

დევნილთა დასახლებაში მცხოვრებლების ნაწილი აქ არსებულ  მდგომარეობას ჩაქვის გვირაბთან მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს უკავშირებს. ამბობენ, რომ მიწა იქედან მძიმე ტექნიკას შემოაქვს. არსებული სიტუაცია კი დისკომფორტს უქმნით.

ტერიტორიაზე არსებულმა ანტისანიტარიამ  ქვეწარმავლებისა და მღრნელების მომრავლებას შეუწყო ხელი. აფხაზეთის ქუჩაზე მცხოვრებლებს სახლებიდან მცირეწლოვნების გარეთ გაშვების ეშინიათ. 

ფართობი  ბათუმის მერიის ბალანსზეა. ვინ აბინძურებს ტერიტორიას მიწით და სამშენებლო ნარჩენებით? უწყებაში კითხვებზე სატელევიზიო კომენტარი ვერ მივიღეთ.  აქ მხოლოდ სიტყვიერად განმარტეს, რომ ინფორმაციას არ ფლობენ. პრესსამსახურში თქვეს, რომ ნარჩენების გატანაზე პასუხისმეგებელი შპს სანდასუფთავებაა. 

ამ უკანასკნელში გაუკვირდათ, რატომ ჩათვალეს მათ კომპეტენციად ტერიტორიიდან ნაგვის გატანის ვალდებულება.  დასუფთავების სამსახურის ხემძღვანელი ამბობს, რომ ეს მათი პასუხისმგებლობა არ არის. 

ჩვენ მერიის ზედამხევდელობის სამსახურთან დაკავშირება ვცადეთ. აღმოჩნდა, რომ კანონდამრღვევი  მუნიციპალური სერვისების სააგენტო მას შემდეგ დააჯარიმა, როცა ჩვენ აღნიშNული თემით დავინტერესდით.

აღმოჩნდა, რომ აფხაზეთის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არც გარემოსადაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში ჰქონდათ. კანონდამრღვევის გამოვლენა და რეაგირება სწორედ ამ რგოლის ვალდებულებაა.  

ნარჩვენების მართვის კოდექსის მოთხოვნების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მერია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კანონდამრღვევის იდენტიფიცირებას ვერ ახდენს,  მას დასუფთავების ვალდებულება თავად უნდა აიღოს. 


დღის ამბები