პარასკევი 19, ივლისი 2019

მარტოხელა დედა დახმარების მოლოდინში

06, მარტი 2019 20:06:00

ახლა კი  გაგიზიარებთ მარტოხელა დედის გასაჭირს, რომელიც 2 შვილს მძიმე სოციალურ პირობებში ზრდის. მცირეწლოვანს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.  დედა  კი სამსახურს ვერ პოულობს.  

შორენა პურიჭამიაშვილი ორ შვილს მარტო ზრდის. მარტოხელა დედა ბათუმის მერიის შესაბამის პროგრამაში ჩართულია, თუმცა ამბობს, რომ ფულადი დახმარებით, მხოლოდ ქირის გადახდას ახერხებს. სოციალური დახმარების მოხსნის შიშით კი მეზობელ სახელმწიფოში სამუშაოდ ვერ მიდის.

მარტოხელა დედის მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ მის მცირეწლოვან შვილს ხშირად ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებს. ამბობს, რომ არაერთი მცდელობის მიუხედავად, დასაქმება ვერ შეძლო.

მარტოხელა დედა ადგილობრივი ხელისუფლებისაგან საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილებას ითხოვს. შორენა პურიჭამიაშვილი იმ დოკუმენტზე საუბრობს, რომელიც მას მერიამ 2012  წელს გაუგზავნა. ირკვევა, რომ მისი მონაცემები უწყების ერთ-ერთ პროგრამაში მოხვდა და კომისიას უნდა ემსჯელა. თუმცა მას შემდეგ არავინ შეხმიანებია.

ბათუმის მერიაში მხოლოდ სიტყვიერი განმარტება გააკეთეს და თქვეს, რომ ოჯახი უწყების ყველა შესაბამის პროგრამაშია ჩათული. რაც შეეხება  საცხოვრისით უზრუნველყოფის საკითხს, მუნიციპალიტეტი ამ სერვისს,  მხოლოდ მრავალშვილიან, კერძოდ კი შვიდ შვიალიან ოჯახებს სთავაზობს. 


დღის ამბები