პარასკევი 23, აგვისტო 2019

რაზე ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში?

06, მარტი 2019 20:04:00

პირველი ანგარიში კანონმდებლების წინაშე. ქვეყნის პრეზიდენტში დღეს პარლამენტში მივიდა. სიტყვით გამოსვლისას ზურაბიშვილი რამდენიმე საკითხზე აქცენტირდა.  ახლა ჩემი კოლეგა სულხან მესხიძე შეოგვიერთდება, სულხან, რაზე გაამახვილა ყურადღება ქვეყნის პირველმა პირმა?

35 წუთიანი გამოსვლა და  მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძისა და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის ადა მარშანიას შეფასება - ასე დასრულდა სალომე ზურაბიშვილის პირველი ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა პარლამენტში. პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოში თავისი ინიციატივებით მივიდა.

სალომე ზურაბიშვილის ერთ-ერთი ინიციატივა  პატიმართა შეწყალების პროცედურების შესაძლო ცვლილებაა. პრეზიდენტმა აქამდე მოქმედი წესი გააკრიტიკა, რომელსაც მისი წინამორბედის მხრიდან ამნისტია უწოდა და თქვა, რომ ის ასე აღარ გააკეთებს. ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ პრეზიდენტტან არსებულმა შეწყალების კომისიამ იუსტიციის სამინისტროში უნდა გადაინაცვლოს.


სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან დღეს კიდევ ერთხელ მოითხოვა ცილისწამების მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოებში მოქცევა. 


სალომე ზურაბიშვილმა თავი აარიდა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბარს იმ არგუმენტით, რომ პრეზიდენტი აღარ არის პარტიული ფიგურა და ამიტომ, არ აპირებს ხელისუფლების სხვა შტოების საქმიანობაში ჩარევას. 

ქვეყნის მეთათაურმა  მოსამართლეების უვადოდ დანიშვნაზე ისაუბრა. მიაჩნია, რომ პრეზიდენტის პირადი შეხედულების გახმოვანება ამ საკითხზე, მართებული არ არის. თუმცა  მოსამართლეებს თავშეკავებისკენ მოუწოდა.


პრეზიდენტის რანგში სალომე ზურაბიშვილის პირველი გამოსვლა პარლამენტში სხვა პრეზიდენტებისგან განსხვავებით საკამოდ მცირე დროში დასრულდა. მისი გამოსვლის შემდეგ დეპუტატებს დებატები არ გაუმართავთ, ოპოზიციის სკამები კი მათი ბოიკოტის გამო ცარიელი იყო. 


დღის ამბები