07, მარტი 2019 17:08:00
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით ლოტბარებისთვის და ქორეოგრაგებისთვის ტრენინგები ჩატარდა. მასტერკლასები 28 თებერვლიდან 6 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა. პროექტის დასასრულს მონაწილეებს სერთიფიკატები გადასცეს. წელს პროექტში 150 მდე ლოტბარი და ქორეოგრაფი მონაწილეობდა. მათ შორის პირველად თურქეთიდან ინგელოს ქართული კულტურის ცენტრიდან ქორეოგრაფებიც იყვნენ.