07, მარტი 2019 20:03:00
ქობულეთმა მიმდინარე წელს 31 მილიონ ლარზე მეტი უნდა დახარჯოს. მთავარი ფინანსური დოკუმენტი 272 ათას 140 ლარით გაიზარდა. პრიორიტეტებში ისევ დგას დეხვასა და კინტრიშის კალაპოტების მოწესრიგება. ბიუჯეტი გაუზარდეს სანდასუფთავების სამსახურს. გადაწყვეტილებები სიტყვიერი დაპირისპირებების ფონზე მიიღეს.
ვინ არის დემაგოგი და ვინ მატყუარა? ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატები ამას თითქმის 20 წუთის განმავლობაში არკვევდნენ. მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მდინარე კინტრიშისა და დეხვას კალაპოტის გასწორებისთვის, ბიუჯეტიდან თანხების წელსაც გამოყოფის საკითხს მოჰყვა. სამუშაობისათვის ადგილობრივი მერია თითქმის 36 ათას ლარს დახარჯავს.
საკრებულოს დეპუტატების გადაწყვეტილებით, ,,ქობულეთის სანდსასუფთავების“ ბიუჯეტი 11 030 ლარით გაიზარდა, საიდანაც 3 530 ლარი ჯარიმების გადახდას მოხმარდება. სამსახურს დავალიანება ბათუმის სანდასუფთავებისა და გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის აქვს გადასახდელი.
სოფელ გვარაში, გასულ წელს, მოწყობილი ჭაბურღილის ელექტრო ენერგიით უზრუნველყოფისთვის 11 ათასი ლარი დაიხარჯება. საკითხი ოპოზციის კრიტიკის მიზეზი გახდა.
თანხები სოფელ ჩაისუბანში, ახალააშენებული საბავშვო ბაღის გაზიფიცირებისა და ზედა ლეღვაში, წყალადენის რეაბილიტაციისთვისაც გამოიყო. ოპოზიციის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, აიპებში დასაქმებულების ხელფასების ზრდისთვის თანხების გათვალისწინება, არც ამჯერად მოხდა.
საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე განხორციელებული ცვლილების შედეგად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 272 ათას 140 ლარით გაიზარდა და ჯამში 31 მილიონ 509 ათასი ლარი შეადგინა.