სამშაბათი 16, ივლისი 2019

ქობულეთელი ახალგაზრდები სტაჟირებას გერმანიაში გაივლიან

08, მარტი 2019 17:04:00

ქობულეთელი ახალგაზრდები გერმანიაში ექვსი თვის განმავლობაში კვალიფიკაციას აიმაღლებენ და სტაჟირებას გაივლიან. 20 ახალგაზრდა, რომლებიც ახალი პროგრამით ისარგებლებენ სპეციალური კომისია გამოავლენს. ახალგაზრდული აქტივობების და ინოვაციების მხარდამჭერი ჯგუფი კრიტერიუმებს შეიმუშავებს, რითაც პროექტის მონაწილეების შერჩევა მოხდება. ინიციატივა სავარაუდოდ, ნოდორი ორგანიზაციების დახმარებით განხორციელდება. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის თქმით, კომისია ოქიექტურ გადაწყვეტილებებს მიიღებს. დავით მჭედლიშვილი ფიქრობს, რომ უცხოეთში სტაჟირება ქობულეთელი ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი და სასარგებლო იქნება.


დღის ამბები