კვირა 22, სექტემბერი 2019

ქალები აჭარის მთიდან

08, მარტი 2019 20:01:00

განათლებამ, საზღვრების გახსნამ და  სოციალურმა ფონმა, ცხოვრების  სტილი ბოლო ათწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვნად  შეცვალა. 21- საუკუნეში სხვა დამოკიდებულებებია ქალების მიმართ. მაღალმთიან აჭარაში გენდერული სტერეოტიპები მეტწილად ქრება- დამოუკიდებლობას იქ მცხოვრები ქალები უკვე გრძნობენ.

სოფელ ცხემნაში მცხოვრები დარიკო ბასილაძე ერთ - ერთი მათგანია, რომელიც სოფლის მეურნეობას წლებია ეწევა. ამბობს, რომ არსებულმა სოციალურმა მოთხოვნამ ქალები განათლების მიღების წინაშე დააყენა, განათლებამ კი მათ საკუთარ შემოსავალთან ერთად საზოგადოებაში თავის დამკვიდრების საშუალება მისცა.

დარიკოსგან განსხვავებით, სოფელ ახოში მცხოვრები ჟუჟუნა კონცელიძე ფიზიკურ შრომასთან ერთად, საზოგადოებრივ საქმიანობასაც ეწევა. 42 წელია,  რაც სკოლაში მშობლიურ ენასა და ლიტერატურას ასწავლის, უფროსი მასწავლებლის სტატუსი აქვს და მიაჩნია, რომ სოფლად მცხოვრებ ქალს წარმატებისთვის გაცილებით მეტი შრომა უწევს. 

დაბა ქედაში მცხოვრები ხელოვანი ხათუნა ჯოჯუა კი ერთ -ერთი მათგანია, რომელმაც საკუთარი გატაცება შემოსავლის წყაროდ აქცია. თექაზე მუშაობის პარალელურად, ქარგავს, ქსოვს, კერავს და აქსესუარებს ამზადებს. ფიქრობს, რომ საცხოვრებელ ადგილი წარმატების გარანტი არ არის და ამისთვის ქალს, როგორც კაცს მხოლოდ შრომა და საკუთარი თავის რწმენა სჭირდება.
სოფელ ღურტაში მცხოვრები გულიკო ჯორბენაძე გვეუბნება, რომ მთაში ქალების მიმართად ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება იყო. 

ეკატერინე ქაჯაია-კომახიძე საჯარო მოხელეა. ფიქრობს, რომ წარმატებისთვის თავდაუზოგავად შრომასთან ერთად, აუცილებელია სამუშაო ადგილი სწორად შეარჩიო.

ის, რომ მთაში ცხოვრება გარკვეულ სირთულეებსა თუ ბარიერებს უკავშირდება ამაზე თითქმის ყველა თანხმდება, თუმცა არც გეოგრაფიული არეალი არაა ქალის წარმატების ძირითადი და ერთადერთი განმსაზღვრელი ნიშა. ყველა წარმატებული ქალი, წარმატების ფორმულად თავდაუზოგავად შრომასა და მიზანდასახულობას ასახელებს.


დღის ამბები