პარასკევი 19, ივლისი 2019

რას აკეთებს სახელმწიფო არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციისთვის

08, მარტი 2019 21:14:00

კანონთან კომფლიქტში მყოფი ბავშვები და  დანაშაული არასრულწლოვნების ასაკში.  რა უბიძგებს  16   წლამდე მოზარდებს  კანონდარღვევისკენ-    სოციალური ფონი თუ დაბალი ცნობიერება?  რას ამბობენ ფსიქოლოგები და  როგორია  სტატისტიკური მონაცემები?  რას  აკეთებეს  სახელმწიფო  პრევენციის  მიზნით  და რა რეკომენდაციები აქვს მესამე სექტორს ?  

ეს მხოლოდ ჩვენი ტელევიზიის,  ბოლო ორი წლის  არქივია. გასულ წელს არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაული ციფრებში ასე გამოიყურება: 14 -დან 18 წლამდე პირთა მიერ ჩადენილი დანაშაულების  78%  - საკუთრების  წინააღმდეგ იყო მიმართული, 11% - ჯანმრთელობის,  2% - ნარკოტიკული, ამდენივე - სატრანსპორტო, ხოლო 6% - სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. სტატისტიკა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბს მოიცავს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის.  

ორგანიზაცია „იალქანი“  წლებია მიუსაფარ ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობს. თიკო აბაშიძე ამბობს, რომ დღის ცენტრში ძირითადად ის არასწრულოვნები არიან, რომლებიც ქუჩაში დანაშაულს სჩადიან.  

პრობლემის მასშტაბურობას ხაზს უსვამს ოპოზიციაც. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მიაჩნიათ, რომ ბავშვებში გაზრდილი დანაშაული განათლების მიმართულებით არსებულ ხარვეზებს უკავშირდება. მირდატ ქამადაძის თქმით, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პრევენციული ღონისძიებები არასაკმარისი და არაფექტურია 

სახელმწიფომ  2010 წელს არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამა აამოქმედა. პროკურორს შესაძლებლობა მიეცა პასუხისმგებლობა აარიდოს არასრულწლოვანს, რომელმაც პირველად ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული. 2017 წელს  310 არასრულწლოვანი განარიდეს პასუხისმგებლობას, სამართლებრივი დევნა 174-ზე დაიწყო, აქედან 68 % აჭარიდან იყო.  შინაპატიმრობა 18-ს მიესაჯა. თავისუფლება  კი 25 არასრულოწლოვანს აღუკვეთეს. 

რა უბიძგებს არასრულწლოვანს დანაშაულის ჩადენისკენ? ფსიქოლოგები რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებენ ყურადღებას. 

რა პროგრამებს ახორციელებს განათლების სამინისტრო იმისთვის, რომ ბავშვი სკოლის შენობის მიღმა არ აღმოჩნდეს? „უსაფრთხო სკოლა“,  „კლასის დამრიგებლის საათი“, მანდატურის პრაქტიკა“, სამოქალაქო განათლების გაკვეთილები, - ინგა შამილიშვილის უწყებაში მიაჩნიათ, რომ ამ მიმართულებით მაქსიმუმი კეთდება. 

სკოლებში კი ბავშვების ცნობიერების ამაღლებისთვის სამოქალაქო განათლების გაკვეთილების დამატების აუცილებლობას ხედავენ.  

მესამე სექტორში თვლიან, რომ მზარდ სტატისტიკას დასჯაზე ორიენტირებული პოლიტიკა იწვევს. „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი თვლის, რომ გამოსავალი სოციალური ფიონის მოწესრიგებასთან ერთად, პრევენციული ღონისძიბებია, რომელიც ქვეყანაში პრაქტიკულად არ არსებობს. 

სახელმწიფომ იცის, რომ არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციული ღონისძიებები კიდევ უფრო გასააქტიურებელია. ინიციატივა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასულ კვირას გამართულ შეხვედრაზე  გაახმოვანა. 
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიხედვით, პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის 14 წელი, ხოლო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისათვის – 16 წელია. კანონმდებლობით არასრულწლოვნის დაკავება, დაპატიმრება და მისთვის თავისუფლების აღკვეთა დასაშვებია მხოლოდ როგორც უკიდურესი ღონისძიება, რომელიც შეძლებისდაგვარად მოკლე ვადით და რეგულარული გადასინჯვის პირობით უნდა იქნეს გამოყენებული.


დღის ამბები