სამშაბათი 16, ივლისი 2019

ორი წელი 11 -1 2 მარტის მოვლენებიდან

11, მარტი 2019 20:02:00

ამ მოვლენებიდან ორი წლის თავზე ისევ არ არის პასუხი კითხვაზე, ვინ იყო  აქციის ორგანიზატორი.   საპროტესტო აქცია, რომლის შედეგადაც,10-მდე ავტომობილი დაიწვა,  დაშავდა რამდენიმე მოქალაქე და დაზიანდა ქალაქის ინფრასტრუქტურა,

ამ მოვლენების  ორგანიზებას გამოძიება ირაკლი ჩხვირკიასა და მერაბ ღოღობერიძეს ედავებოდა.მოგვიანებით, ბრალი გარკვეული ჯგუფური მოქმედების მუხლით შეიცვალა.  ღოღობერიძის უფლებადამცველი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი განტევების ვაცად აქციეს.

მოვლენების განვითარება  ,,ბათუმიპლაზასთან“  დაიწყო.   პროტესტი  საპარტული პოლიციის მიერ მძღოლის დაჯარიმებას და დაკავებას მოჰყვა. მოგვიანებით,  მოქალაქეებმა აჭარის პოლიიცის დეპარტამენტთან გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი ინცინდენტის  შედეგად 40 - მდე პირი დააკავეს , მათ შორის იყო გიორგი ბერიძე. მისი უფლებადამცველი პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებს. 

იმას, რომ საქმეში ორგანიზატორის ბრალეულობა დღემდე არ გამოკვეთილა,  ,,დემოკრატიის ინსტიტუტში“  მის შესაძლო არარსებობას უკავშირებენ. 

ოპოზიციაში კი ირწმუნებიან, რომ  პროცესების უკან მმართველი გუნდი იდგა. გია აბულაძის მტკიცებით, სწორედ ამ გარემოების გამოა, რომ დღემდე არ მოხმდარა ორგანიზატორის ვინაობის გამოვლენა. 
მმართველ გუნდში კი აბობენ, რომ ორი წლის წინ განვითარებული მოვლენები წყალს   ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წისქვილზე ასხამდა.   ცოტნე ანანიძე  მიიჩნევს, რომ მოვლენებს სამართლებრივი რეაგირება მოჰყვა. 

სასჯელის შემსუბუქების მიუხედავად, ირაკლი ჩხვირკიამ და მერაბ ღღობერიძემ  გადაწყვეტილება გაასაჩივრეს. სააპელაციო სასამართლომ კი ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. გაასაჩივრებს თუ არა პროკურატურა გადაწყვტილებას, ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი,  როცა უწყება  გადაწყვეტილებას ჩაიბარებს.  11- 12 მარტს, ბათუმში განვითარებული მოვლენების შედეგად, ქალაქს  130 ათასი ლარის ზარალი მიადგა. 

 


დღის ამბები