კვირა 21, ივლისი 2019

რას სთავაზობს აგროსერვისცენტრი ფერმერებს

11, მარტი 2019 20:01:00

გაზაფხულის დადგომასთან ერთად, მოსახლეობამ საგაზაფხულო სამუშაოების წარმოება დაიწყო. აგრო წესებისა თუ  სხვა მომსახურების მიღების მიზნით, მოქალქეები, მუნიციპალურ აგროსერვის ცენტრებს უკვე მიმართავენ. რა მომსახურებას სთავაზობს აგროსერვის ცენტრები მოსახლეობას და რას ითხოვენ მოქალაქეები ყველაზე ხშირად, სიუჟეტი აჭარის მთიანეთიდან.

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემნაში მცხოვრები, ზაურ უზუნაძის ოჯახი ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც ტრადიციად ქცეული, ერთწლოვანი ბოსტნეული კულტურების ნაცვლად, ვაზის გაშენება გადაწყვიტა. სახელწიფო პროგრამით, ნერგების მისაღებად აგროსერვის ცენტრის ქედის სამსახურს წერილობით მიმართა და თანადაფინასებით, 150 ძირამდე ვაზის ნერგი ითხოვა. მიწის ნაკვეთს, რომელზეც ოჯახმა, „ცოლიკოურის“ მოშენება დაგეგმა, ახლა სპეციალისტები სწავლობენ.  

უზუნაძების მსგავსად, მრავაწლოვანი ბაღებით, ერთწლოვანი კულტურების ჩანაცვლებას ცინცაძეებიც გეგმავენ.  ოჯახი  ლურჯი მოცვის გაშენებას გეგმავს. დიასახლისი  ამბობს, რომ  ამით დამატებითი შემოსავალი გაუჩნდებათ

აგროსერვისცენტრის ქედის ფილიალში  ამბობენ, რომ მოსახლეობა  ყველაზე  ხშირად, მრავალწლოვანი კულტურების ნერგებსა და სპეც ტექნიკას ითხოვს.  სოსლან შერვაშიძის თქმით,   ცენტრი მათ  ექსტენციის პროგრამასაც სთავაზობს. 

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული პროექტების დანერგვისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის უფროსი სპეციალიტის თქმით, მოსახლეობის აქტივობა ყოველდღიურად იზრდება.  ჰამლეტ სანიკიძე ამბობს, რომ ყველაზე მოთხოვნადი კომპონენტის, ბაღების მონიტორინგის პროგრამისთვის ნაკვეთების შესწავლა დღეს დაიწყეს და რამდენიმე დღეში დასრულდება.

აგრონომები, მოქალაქეებს აგრო წესების დაცვას ურჩევენ, განსაკუთრებით კი მშხამ-ქიმიკატებისა თუ პესტიციდების გამოყენებისას. რეკომენდაციების მისაღებად  ფერმერებს  შეუძლიათ  აგროსერვის ცენტრებს მიმართონ. 


დღის ამბები