ორშაბათი 25, მარტი 2019

ევროკავშირის ორი მილიონი ევროს გრანტი ხულოს და მოსახლეობა დაფიანსების მოლოდინში

12, მარტი 2019 20:01:00

2 მილიონიანი გრანტი ხულოს მუნიციპალიტეტს.  სოფლად სიღარიბის შესამცირებლად  ევროკავშირმა თანხა  2017 წელს გამოყო.  სამ კომპონენტიანი პროექტიდან, მნიშვნელოვანი- წელს ამოქმედდება. ვინ მიიღებს სარგებელს  ხულოში? 

დაბა ხულოდან, რამდენიმე კილომეტის დაშორებით მცხოვრები სოლომონიძეების ოჯახი მცირე ბიზნეს წლებია ეწევა. საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ მოწყობილ საოჯახო ტიპის საწარმოში, ნახევარფაბრიკატებს ამზადებს. სოლომონიძეების საკუთარებაში არსებული შ.პ.ს „დავითი“ ხინკალს, პილმენტს, ქაბაბსა და გუფთას ამზადებს. აქ, დღეში ასობით ნახევარ ფაბრიკატი მზადდება და ადგილზევე იყიდება. საწარმოს დირექტორი ამბობს, რომ პროდუქტზე მოთხოვნა მზარდია. თუმცა ბიზნესის გაფართოებას საკუთარი ხარჯებით ვერ ახერხებს. 

სოლომონიძეები ფიქრობენ, რომ თუ დაფინასებას მოიპოვებენ, ეს არამარტო მათ პირად ბიზნესზე აისახება, არამედ , ადგილობრივ მოსახლეობასაც დამატებით შემოსავალი გაუჩნდება.

ევროკავშირისგან დაფიანსებას ხულოში ბევრი მოქალაქე ელოდება. „ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება, სოფლის განვითარება ხულოში“ პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი“ ახორციელებს, სადაც  განმარტეს, რომ დაფინანსების მიღების მიზნით სულ 400 ბიზნეს იდეა დარეგისტრირდა, მათგან მეორე ეტაპზე კი 102 გადავიდა, საიდანაც  საბოლოოდ ის პროექტები გაიმარჯვებს, რომლებზეც ექსპერტები რეკომენდაციას გასცემენ.

ირკვევა, რომ დასაფინანსებლად შესული პროექტების უმრავლესოაბ ტურიზმზე მოდის, განსაკუთრებით კი, მოქალაქეები საოჯახო სასტუმროების მოწყობის დაფინანსებას ითხოვენ, რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, რომელიც ხულოს მოსახლეობის ერთ - ერთი ძირითადი შემოსავალია ამ კუთხით პროექტები ნაკლებია.

ხულოს გარდა, ევროკავშირმა ორი მილიონი ევრო ქედის მუნიცპალიტეტსაც გამოუყო, აქ პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია CENN ახორციელებს.
სიუჟეტი ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა.

 


დღის ამბები