14, მარტი 2017 20:33:00
გარეული ცხოველების და ადგილობრივი მოსახლეობის ურთიერთდამოკიდებულება, მტაცებელი ცხოველების თავდასხმის პრევენციის და რეაგირების გზების ძიება, ასევე პრევენციის მიზნით სპეციალური სახელმძღვანელოს შექმნა - ეს ის საკითხებია რომლებზეც დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მსჯელობდნენ. შავი ზღვის ეკო აკადემიის და დარგის ექსპერტებმა რეგიონში ჩატარებული კვლევის შედეგები წარმოადგინეს. როგორც კვლევიდან გამოიკვეთა მთავარი პრობლემა მოსახლეობისთვის ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს. პრობლემის მოსაგვარებლად, პროექტის ფარგლებში მუშავდება სახელმძღვანელო, ასევე მიმდინარეობს მასწავლებლების გადამზადება. პროექტი „ადამიანი- მტაცებელს შორის ურთიერდამოკიდებულება“ აჭარაში რამდენიმე თვე მიმდინარეობდა.