13, მარტი 2019 17:10:00
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, სპორტული ტურიზმის განვითარებისა და სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად, განცხადების მიღება დაიწყო. ეს იმას გულისხმობს, რომ მკვლევარმა აჭარაში მიმდინარე ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი უნდა შეისწავლოს და განვითარების კონცეფცია წარადგინოს. გარდა ამისა, გომარდულში, სპორტული ტურიზმის განვიათრებისათვის განაშენიანების გეგმა უნდა მომზადდეს. შედეგად კი კურორტი ოთხივე სეზონისთვის მიმზიდველი უნდა იყოს როგორც პროფესინალი, ისე მოყვარული სპორტსმენებისთვის. შეთავაზებების წარდგენა 22 მარტამდე გაგრძელდება. სამუშაოები კი სავარუდოდ ზაფხულში დაიწყება.