ორშაბათი 25, მარტი 2019

„ქართული ოცნების“ აქტივისტი რეგიონში არსებულ კორუფციაზე ალაპარაკდა

14, მარტი 2019 20:02:00

„ქართული ოცნების“ აქტივისტი აჭარაში არსებულ კორუფციაზე ალაპარაკდა. არჩილ გვიანიძის თქმით, 2012 წლიდან დღემდე საჯარო სამსახურში მომუშავე პირები პირად ინტერესებს იყენებენ. მისივე მტკიცებით, ოცნებამ საზოგადოებაში ნდობა დაკარგა. გვიანიძე კორუფციის კონკრეტულ ფაქტებზე ამ ეტაპზე არ საუბრობს. თუმცა ირწმუნება, რომ საჭიროების შემთხვევაში მის ხელთ არსებულ დოკუმენტაციას გაასაჯაროვებს. აქტივისტი ბიძინა ივანიშვილს, მამუკა ბახტაძესა და გიორგი გახარიას რეგიონში არსებული მდგომარეობის შესწავლისკენ მოუწოდებს. ქართულ ოცნებაში არჩილ გვიანიძის ბრალდებებს არ იზიარებენ. უფრო მეტიც აქ ამბობენ, რომ აქტივისტმა ბრალდებასთან დაკავშირებით კონკრეტული ფაქტები უნდა წარმოადგინოს.


დღის ამბები