ორშაბათი 25, მარტი 2019

ბათუმში, ერთი და იგივე საკონდიტრო წელს მესამედ გაქურდეს

14, მარტი 2019 17:11:00

ბათუმში, საკონდიტრო გაქურდეს, საიდანაც  თანხა წაიღეს. დაზიანებულია ობიექტში შესასვლელი კარი. როგორც მეპატრონე ამბობს, ამ წელში მესამედ გაქურდეს, ფაქტები კი დღემდე გამოუძიებელია. ნაზიბროლა რეხვიაშვილის თქმით, ადგილზე მისული გამომძიებლები უხეშად და არაადექვატურად იქცეოდნენ, რის გამოც მან გენერალურ ინსპექციას მიმართა. მეწარმეს დაუცველობის შეგრძნება აქვს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მეპატრონემ მხოლოდ ორ შემთხვევაში მიმართა პოლიციას. წინა შემთხვევა გახსნილია და ბრალდებული არასრულწლოვანი აღმოჩნდა. დღევანდელ შემთხვევაზე კი, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ავტორი(ები)

496

დღის ამბები