შაბათი 25, მაისი 2019

ავარია აბუსერიძის ქუჩაზე

14, მარტი 2019 18:43:00

ბათუმში აბუსერიძის  ქუჩაზე ქალს მერსედესის მარკის მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. სასწრაფო დახმარების ექიმების ინფორმაციით იგი კონტაქტური იყო და თავზე მცირე ჭრილობა არენიშნებოდა. დაზარალებული ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. დაზარალებული 44 წლის ქალია, მას ამ ეტაპზე გამოკვლევები უტარდება და ნეიროქირურგების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276 პირველი ნაწილითა დაიწყო.რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რომელმაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

ავტორი(ები)

1307