14, მარტი 2019 20:05:00
რეგიონის მთავრობა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სოფლის პრიორიტეტებს დააფინანსებს. თანხა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გამოიყოფა. პროექტის განსახორციელებლად მუშაობა უკვე დაიწყო. მნიშვნელოვანი მიმარფთულებების გამოსაკვეთად კი სოფლებში კრებების ჩატარება იწყება.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სოფლების მიერ პრიორიტეტად დასახელებულ პროექტებს რეგიონში, აჭარის მთავრობა დააფინანსებს. სოფლებსა თუ დაბებში, სამთავრობო პროგრამის განსახორციელებლად, თანხა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გამოიყოფა და შესაბამისად, სოფლებზე გამოყოფილი თანხის ოდენობა მცხოვრებთა შესაბამისი იქნება. აჭარის მთის მუნიციპალიტეტებში ამბობენ, რომ სამთავრობო პროგრამის განსახორციელებლად მუშაობა უკვე დაიწყეს და პრიორიტეტების გამოსაკვეთად, სოფლებში კრებები ჩატარდება
ცნობილია, რომ სასოფლო კრებებზე მოსახლეობის მიერ პრიორიტეტად დასახელებული პრობლემური საკითხების მოსაგვარებლად პროექტი შემუშავდება. აჭარის მთის მუნიციპალიტეტებში პრობლემები თითქმის იდენტურია. მოსახლეობა სასმელი და სარწყავი წყლის სისტემის მოწყობას ასევე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვს.
მანიაკეთის მკვიდრი ზურაბ საგინაძე, რომელიც სოფლის სპეციალისტად მუშაობს, გვეუბნება, რომ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სოფლის მეურნეობის განვითარებასთან ერთად მოსახლეობის მასობრივ მიგრაციასაც შეაჩერებს.
ხულოს მერიის, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი განმარტავს, რომ სოფლებში კრებები ჩატარდება, სადაც გამოიკვეთება პრიორიტეტები. ზაზა აბულაძე დასძენს, რომ ხულოში ყველაზე დიდი სოფელი ვაშლოვანია, შესაბამისად მაქსიმალურ თანხას ეს სოფელი მიიღებს.
შუახევის მუნიციპალიტეტის, სოფელ სხეფში მცხოვრები რევაზ დავითაძის თქმით, მოსახლეობას გარკვეული პრიორიტეტები გამოკვეთილი აქვს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებაზე კრებაზე შეთანხმდებიან.
აჭარის მთაში, სოფლის სჭიროებებს ხმათა უმრავლესობით, ძირითადად კაცები წყვეტენ, რაც შეეხება ქალებს, მათი როლი პრიორიტეტის შერჩევისას ნაკლებია. სოფელ ჭალაში მცხოვრები ხათუნა ჯაყელი გვეუბნება, რომ წლების განმავლობაში მთაში გენდერული კუთხით ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ ბალანსის დაცვა ჭირს.
შუახევის მერის თქმით, იმ შემთხვევაში თუ კონკრეტულ სოფელზე გამოყოფილი თანხა, პრიორიტეტად დასახელებულ პრობლემას ვერ აგვარებს ამ შემთხვევაში პროექტს მუნიციპალიტეტი საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს.
რაც შეეხება ქედის მუნიციპალიტეტს, აქაც ძირითად პრობლემურია სასმელი და სარწყავი წყალების დეფიციტი.
ქედის მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურის უფროსის ინფორმაციით, გასულ წლებთან შედარებით, წელს სოფლის პროგრამაზე გამოყოფილი თანხა საკმაოდ გაზრდილია. ჯემალ ტაკიძის განმარტებით, თანხის ზრდა, არა მოსახლეობის ზრდამ, არამედ კოეფიცენტის მომატებითაა გამოწვეული.
პროგრამის გასახორციელებლად თანხებს თვითმართველობები, აჭარის ფინასთა და ეკონომინის სამინისტროსგან, პრემიერის განკარგულებით მიიღებს. პროგრამულად გაწერილია იმ პროექტების ჩამონათვალი, რაც დაფინასდება. მათ შორისაა საგზაო, საგანმანათლებლო, კულტურისა და სპროტული ობიექტების მოწესრიგება, სარწყავი თუ სასმელი წყლის სისტემების გამართვა, სასაფლაოების შემოღობვა და მინი ჰესების რეაბილიტაცია აღდგენა.
Tags:
გაზიარება
11