ორშაბათი 25, მარტი 2019

ხურვალეთში რუსი სამხედროების გადაადგილებას ოფიციალური უწყებები არ ადასტურებენ

15, მარტი 2019 20:07:00

დღეს სოფელ ხურვალეთში რამდენიმე საათის განმავლობაში  ჟურნალისტებსა და საქმოქალაქო აქტივისტებს  არ უშვებდნენ. შეზღუდვები დღის მეორე ნახევარში მოიხსნა.როგორც ადგილობრივები ამბობენ, , სოფელში რუსი ოკუპანტები  არ შეჭრილან და გავრცელებული ინფორმაციები სიმართლეს არ შეესაბამება. მათთვის გაუგებარია, თუ რატომ ცდილობენ გარკვეული ჯგუფები ვითარების მიზანმიმართულად დაძაბვას. სოფელში, ოკუპანტების შესავლის შესახებ ინფორმაცია დილით გავრცელდა. ევროკავშირის სადამკვირებლო მისია  და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აღნიშნულ ფაქტს არ ადასტურებს . ხურვალეთში ამ დროისთვის ვითარება მშვიდია.

 

ავტორი(ები)

198

დღის ამბები