18, მარტი 2019 17:15:00
„ერთიანი ნაცინალური მოზრაობის“ წევრები კორუფციის ზრდაზე საუბრობენ. საქმე გასულ წელს, ქობულეთში ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებისთვის გამოცხადებულ ტენდერს ეხება. რეზო ხარაზის ინფორმაციით, გამარჯვებულმა კომპანიამ "შარა გზა მშენი პირველ" სამუშაოები შპს "ჯორჯ ტრანს"დაუკვეთა, რომელიც ქობულეთის საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარესა და ქართული ოცნების წევრის ვაჟა შავიშვილის ძმისშვილს ეკუთვნის. ოპოზიციის წევრი ირწმუნება, რომ ტენდერი ბიძინა ივანიშვილის ხეების გადამზიდავ კომპანიას მოაგებინეს.