19, მარტი 2019 17:13:00
ბათუმის ბულვარში ელექტრომობილების მეპატრონეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი საკრებულოს გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან და რეგულაციის გადახედვას ითხოვენ. პირველი მაისიდან ბულვარის ტერიტორიაზე მოპედებით გადაადგილება იკრძალება. ირწმუნებიან, რომ მოპედებისა და ელექტრომავლების რაოდენობას 1 300-იდან 300-მდე შეამცირებენ, ასევე, დაარეგულირებენ სიჩქარესაც. ბულვარის ადმინისტრაციის განმარტეს, რომ რეკრეაციულ ზონაში სატრანსპორტო საშუალების სწრაფი გადადგილება ვიზიტორებისთვის საფრთხის შემცველია.