19, მარტი 2019 20:04:00
მერიამ გადაწყვიტა, რომ გონიო-კვარიათის სანაპირო ზოლი კვების ობიექტებისგან გაათავისუფლოს. უწყებამ მეიჯარეები გააფრთხილა და მათ კონკრეტული ვადაც მისცა დემონტაჟისთის. უკმაყოფილო მოქალაქეები დღეს მთავრობის სახლთან მივიდნენ, რათა ეთქვათ- რომ პროცესში ოლიგარქის შვილის ინტერესებს ხედავენ.
გონიოსა და კვარიათში, სანაპირო ზოლში განთავსებული ეს ობიექტები დემონტაჟს ექვემდებარება. გასართობი და კვების ობიექტების მეპატრონეებმა ბათუმის მერიისგან გაფრთხილება უკვე მიიღეს. შეტყობინების მიხედვით, არსებული ნაგებობები ახლით უნდა ჩანაცვლდეს, ობიექტების განთავსების მსურველების გამოვლენა კი აუციონის გზით მოხდება. გადაწყვეტილებამ მეიჯარეების უკმაყოფილება გამოიწვი და პროტესტის გამოსახატად აჭარის მთავრობის სახლთან შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებს მთავრობის აპარტის წარმომადგენელი შეხვდა, თუმცა მან ტერიტორია მედიასთან კომეტარის გარეშე დატოვა.
იბიექტების მეპატრონეები ბერა ივანიშვილის ინტერსზე საუბრობენ. მეიჯარეები, ეჭვობენ, რომ სანაპირო ზოლში, ბიძინა ივანიშვილის შვილი კლუბის გახსნას გეგმავს.
ბათუმის მერი პროცესში ბერა ივანიშვილის ინტერესებს გამორიცხავს და გავრცელებულ ინფორმაციას ჭორს უწოდებს. ლაშა კომახიძის თქმით, ობიექტები ქალაქის იერსახეს ამახინჯებს. ირწმუნება, რომ აუქციონი გამჭვირვალედ ჩატარდება.
გონიო - კვარიათში, სანაპიროზე სხვადასხვა ობიექტების განთავსების მსურველებისათვის აუქციონი უახლოეს დღეებში გამოცხადდება. თვითდასაქმებულები პროცესის სამართლიანად ჩატარებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტული აქციებს აანონსებენ.