21, მარტი 2019 17:16:00
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის 10 პროგრამა აქვს. პროგრამები ძირითადად ბავშვთა აბილიტაცია რეაბილიტაციას მოიცავს. საჭიროების მქონე ბავშვებს ფიზიკური აქტივობები, მეტყველების სავარჯიშოები და სხვა პროცედურები ჩაუტარდებათ. დაუნის სინდრომის მქონეებს ასევე, შეუძლიათ ორთოპედიული დარღვევისა და სმენის დარღვევის პროგრამებითაც ისარგებლონ.