21, მარტი 2019 20:03:00
''ქართულმა ოცნებამ'' ამომრჩეველს უღალატა - სამუშაო ადგილების შექმნის ნაცვლად, საბიუჯეტო თანხებს მხოლოდ საკუთარ ნათესავებზე ანაწილებენ - ოპოზიცია აჭარაში ნეპოტიზმის ფაქტებზე საუბრობს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრის მტკიცებით, მაღლი თანამდებობის პირებს ოჯახის წევრები და ნათესავების სახელმწიფო უწყებებში ჰყავთ დასაქმებული. ასმათ დიასამიძეს ამის მაგალითად აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი არჩილ ჩიქოვანი და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თინათინ ზოიძე მოჰყავს, რომლის მამა ქობულეთის საკრებულოს წევრია, ძმა კი მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე. ბათუმის საკრებულოს წევრ ნატალია ზოიძეს, ელგუჯა ნადირაძესა და ანზორ დევაძეს კი საკუთარი ნათესავები მაღალ ანაზღაურებად სამსახურებში ჰყავთ დასაქმებულები. ბრალდებაზე საპასუხოდ ჩვენ აჭარის მტავრობის პრესცენტრში დავრეკეთ თუმცა განცხადება არ გაკეთებულა.