22, მარტი 2019 17:04:00
ბათუმში, სპორტის სასახლეში, 17 წლამდე ჭაბუკ ძალოსანთა საქართველოს პირველობა მიმდინარეობს. სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობას ქვეყნის მასშტაბით, 100 სპორტსმენი ღებულობს, მათ შორის 30 აჭარიდანაა. შეჯიბრი დღეს დაიწყო და 24 მარტს დასრულდება. ჩემპიონატი აჭარაში პირველად იმართება.