15, მარტი 2017 20:05:00
მოქალაქე ავთანდილ ქათამაძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ. საკონსტიტუციო სასამართლოში ამჯერად დავის საგანს „შრომითი მოვალეობების შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისთვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება წარმოადგენს. მოსარჩელე განმარტავს, რომ სახელმწიფო იმ პირების მიმართ, რომლებსაც პროფესიული დაავადება დაუდგინდათ მაშინ, როდესაც ამა თუ იმ საწარმოს 100%-ანი მეწილე სახელმწიფო იყო, ხოლო შემდეგ აღარ ფლობდა სრულ წილს, ყოველთვიურ სარჩოს სახელმწიფო მათ მიმართ მაინც უნდა გასცემდეს, დღეს მოქმედი ნორმა კი დისკრიმინაციულია. მოსარჩელეს დახმარების დანიშვნაზე ჯანდაცვის სამინისტროსგან იმ მოტივით ეთქვა უარი, რომ კომპანია, სადაც დასაქმებული იყო, ლიკვიდაციის პროცესში არ იყო სახელმწიფოს 100%-ნი წილობრივი მონაწილეობით შექმნლი საწარმო. მხარე აცხადებს, რომ რეგულაცია არღვევს კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობის უფლებასა და ასევე გულისხმობს დისკრიმინაციის აკრძალვას. სარჩელს მეორე კოლეგია განიხილავს.