25, მარტი 2019 17:11:00
ხულოს მერობის კანდიდატი ვახტანგ ბერიძე იქნება - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბერიძე მუნიციპალიტეტს კარგად იცნობს და სწორედ ამ ნიშნით მოხდა მისი შერჩევა. ღარიბაშვილმა ისიც თქვა, რომ ხულოს აქვს უდიდესი კულტურული, ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალი. ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერს პრესკონფერენციის დროს ვახტანგ ბერიძის შესახებ სხვა არაფერი უთქვამს. არჩევნები სავარაუდოდ, მაისში გაიმართება. შეგახსენებთ, ხულოს მერის ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გოჩა მელაძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.