კვირა 21, ივლისი 2019

უცნობია როდის დაიწყება ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა

25, მარტი 2019 20:04:00

ინფრასტრუქტურული პრობლემები აწუხებთ  მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებლებსაც.  წლების  წინ დაგეგმილი მშენებლობა, რომელმაც   დღის სინათლე ჯერაც ვერ იხილა.  ხულო-ზარზმას დამაკავშირებელი გზის პროექტზე თანხები გაწერილია, თუმცა სამუშაობი  არ დაწყებულა.

ბათუმი - ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზის, ხულო ზარზმის მონაკვეთი წლებია ამ მდგომარეობაშია, განსაკუთრებით, ვითარება მაშინ რთულდება, როდესაც უხვი ნალექის დროს ორმოები წყლით ივსება და მძღოლებისთვის შეუმჩნეველი ხდება.

ხულო - ზარზმის გზის მშენებლობა ჯერ კიდევ წლების წინ, ორ ლოტად დაიგეგმა. პროექტს ნაწილობრივ დონორი დააფინანსებს, დარჩენილ თანხას კი საქართველოს მთავრობა დაფარავს. 

სოფელ დიოკნისში მცხოვრები ოთარ საგინაძე გვიყვება, რომ ავარიულ მდგომარეობაში არსებული გზა ავტომობილებს ხშირად აზიანებს, რაც მოსახლეობას ფინანსურად აზარალებს

ოპოზიცია ხელისუფლებას გზის დროულ მოწესრიგებისკენ მოუწოდებს და ამტკიცებბს, რომ მშენებლობა მხოლოდ იმის გამო ვერ ხდება, რომ თანხა გაიხარჯა.

აჭარის მთის სოფლებთან დამაკავშირებელი გზის ამ მონაკვეთის მოწესრიგებას ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას ყველა არჩევნებზე ჰპირდებოდნენ.

როდის დაიწყება გზის მშენებლობა და რა ეტაპზეა სამუშაოები? არაერთი მცდელობის მიუხედავად, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში კითხვა უპასუხოდ დატოვეს. უწყებიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცით, ირკვევა, რომ გზის მშენებლობისთვის 13 მიწის ნაკვეთია გამოსასყიდი, რისთვისაც 3 მილიონ 521 549 ლარია გათვალისწინებული.  პირველი ლოტით გაწერილი სამუშაოების განსახორციელებლად, ხულოში მოსახლეობას, იძულების წესით სამი მიწის ნაკვეთი ჩამოართვეს, ექვს ნაკვეთის ჩამორთმევაზე პროცედურები მიმდინარეობს.
სიუჟეტი ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა. 


დღის ამბები