ოთხშაბათი 18, სექტემბერი 2019

ფოკუსის გარეშე | TV 25 ახალ გადაცემას იწყებს

25, მარტი 2019 20:01:00

„TV 25“ - ახალ გადაცემას იწყებს. „ფოკუსის გარეშე“ ეთერში კვირაში ერთხელ, ყოველ ორშაბათს, 21 საათსა და 30 წუთზე გავა. გასართობი გადაცემა ცნობილი სახეების ნაკლებად ცნობილი ინტერესების წარმოჩენასა და მათი სხვა კუთხით მაყურებლისთვის გაცნობას ისახავს მიზნად. ბლიც-ინტერვიუს ფორმატის გადაცემაში მომღერლები, სპორტსმენები, პოლიტიკოსები, მსახიობები და სხვადასხვა სფეროს წარმომადეგნლები მონაწილეობენ. პირველი გადაცემის სტუმარი ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე იქნება. 

 


დღის ამბები