26, მარტი 2019 17:03:00
ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონულ ცენტრში მედიკოსებს 5 დღიანი ტრენინგ კურსები ჩაუტარდებათ. თეორიული და პრაქტიკული სწავლება ისეთ თემებს მოიცავს როგორიცაა: სისხლის აღება და ტრანსპორტირების სტანდარტები, თანამედროვე იმუნოლოგიური კვლევები. კურსებს თურქეთიდან მოწვეული მედიკოსები ჩაატარებენ.