27, მარტი 2019 20:07:00
ნახევარ მილიარდიანი ინვესტიცია ქობულეთში. ფიჭვნარში მწვანე ქალაქის მშენებლობა იწყება. გრანდიოზული პროექტი მრავალფუნქციური სასტუმროს, გამაჯანსაღებელი სპა ცენტრის, სპორტული ინფრასტრუქტურისა და რეკრეაციული ზონების მოწყობას ითვალისწინებს.
მულტიფუნქციური მწვანე ქალაქი ფიჭვნარში, თავისუფალ ტურისტულ ზონაში, ზღვიდან დაახლოებით 700 მეტრში აშენდება. ნახევარი მილიარდი ლარის ინვეტიციას კომპანია ,,გრინ რეზორთსი“ 180 ჰექტარზე განახორციელებს. კომპანიასა და აჭარის მთავრობას შორის საინვესტიციო შეთანხმება უკვე გაფორმდა.
პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია 250 ნომრიანი მაღალი კლასის სასტუმროს მშენებლობა, აქვე იქნება ევროპაში ერთ-ერთი დიდი სპა ცენტრიც. ინვეტიციის შედეგად, ტერიტორიაზე გოლფის, საფეხბურთო და საჩოგბურთო კორტები, რეკრეაციული ზონები და სხვა სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა. სასტუმროსა და გამაჯანსაღებელი ცენტრის მართვას საერთაშორისო ბრენდი განახორციელებს, თუმცა კონკრეტულად რომელი, ამ ეტაპზე უცნობია.
პრემიერ მინისტრმა პროექტს უკვე უწოდა ,,მარგალიტი შავი ზღვის აუზში“. მამუკა ბახტაძის განცხადებით, მწვანე ქალაქის აშენებით ქვეყანა საერთაშორისო დონეზე, ტურიზმის მიმართულებით მნიშვნელოვან ადგილს დაიმკვიდრებს.
მმართველ გუნდში მიიჩნვეენ, რომ პროექტის მიმდინარეობისას და მას შემდეგაც ადგილობრივებიც მიიღებენ სარგებელს.
პროექტს „გრინ რეზორთი“ „ელ & ერ“ კომპანისთან პარტნიორობით, განახორცილებს. ეს უკანასკნელი საქართველოში 2014 წლიდან ოპერირებს. 500 მილიარდიანი ინვეტიციის განხორციელებას დაახლოებით 78 თვე დასჭირდება.