27, მარტი 2019 20:06:00
ბოლო ექვს თვეში ბათუმის დრამატული თეატრი დღეს უკვე მეორედ გაიხსნა. ამჯერად ოფიციალური ცერემონიით, რომელსაც ისევ პრემიერ -მინისტრი დაესწრო. შენობის რეაბილიტაცია ფონდმა ,,ქართუმ“ 2015 წელს დაიწყო და 14,5 მლნ ლარი დახარჯა. პროექტის ფარგლებში კედლისა და ჭერის მხატვრობას რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ჭაღს, კაპიტელებსა და სხვა დეტალებს ავთენტურობა აღუდგა. თეატრში დამონტაჟდა განათებისა და გახმოვანების თანამედროვე სისტემები. რეაბილიტირებული შენობა დავით კლდიაშვილის პიესით ,,რწმენითა და იმედით“ გაიხსნა, რომლის რეჟისორი ანდრო ენუქიძეა. ღონისძიება ამ წუთებშიც მიმდინარეობს და ამ თემაზე ვრცელ რეპორტაჟს ხვალ შემოგთავაზებთ.