28, მარტი 2019 17:06:00
დღეს ბათუმის ერთ-ერთი კერძო სკოლა სსაქართველოს პარლამენტის განათ₾ების კომიტეტის თავჯდომარემ მოინახულა. დღესვე, ამავე სასწავლებელში გაცვლითი საგანმანათლებლო-კულტურული პროგრამის ფარგლებში, რიგის აგენსკალნების სახელმწიფო გიმნაზიის დელეგაციაც ეწვია. მარიამ ჯაში სკოლაში განხორციელებულ იმ აქტივობებს გაეცნო, რომელთა გამოყენება მოსწავლეებს შემეცნებითი უნარების განვითარებაში ეხმარება. ქართულ-ლატვიური სკოლების თანამშრომლობითა და გამოცდილების გაცვლის შედეგად მოსწავლეებს შორის აგრესიის პრევენციის მიზნით სხვადასხვა სახის პროგრამები შემუშავდა.