29, მარტი 2019 20:01:00
გიორგი ლოგუა პარლამენტის წინააღმდეგ - საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. მოქალაქე პორნოგრაფიული მასალების უკანონო დამზადების, გავრცელების ან რეკლამირებისთვის დაწესებულ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას სადავოს ხდის. წარმომადგენლები განმარტავენ, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ აზუსტებს, რა არის პორნოგრაფია, ან რა გზით არის შესაძლებელი ამგვარი ნაწარმოების კანონიერად დამზადება და გავრცელება.