16, მარტი 2017 20:30:00
ბათუმში მცხოვრებმა დევნილებმა დღეს ჟიული შარტავას ძეგლთან საპროტესო აქცია გამართეს. ისინი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას მოითხოვენ. ასევე საუბრობენ სოციალურ პრობლემებზეც. აქციის მონაწილეებმა 45 ლარიანი დახმარების მოხსნის შესახებ გავრცელებული ინფორმაციაც გააპროტესტეს და აღნიშნეს, რომ ამით საფრთხე შესაძლოა მათ იურიდიულ სტატუსსაც შეეხოს. დევნილები მსგავსი აქციის მოწყობას საქართევლოს პარლამენტთანაც გეგმავენ. შეგახსენებთ რომ სასტუმრო „მესხეთიდან“ და „მედეადან“ კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები 2006 წელს გამოასახლეს და 7000 დოლარის კომპენსაცია გადაეცათ. დევნილების მოთხოვნებთან დაკავშირებით დღეს საქართევლოს ლტოლვილთა და განსახლების სამინსიტროშისატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს, პირად საუბარში კი განმარტეს, რომ დევნილების 45 ლარიანი დახმარების გაუქმების დოკუმენტი და რეფორმის არანაირი მოდელი არ არსებობს. რაც შეეხება მათ საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას, ამ კუთხით აქტიური განხილვა კვლავ მიმდინარეობს.