სამშაბათი 16, ივლისი 2019

ბრალდებულების სხეულზე დაზიანებების შემთხვევები 9 ჯერ გაიზარდა

02, აპრილი 2019 20:04:00

გასულ წელს  ბრალდებულების სხეულზე მიღებული დაზიანების მაჩვენებელი 2 ჯერ გაიზარდა. ანუ თუ  2017 წელს ეს რიცხვი 65 იყო,  2018 წელს 116 -მდე იმატა . აქედან 40 %-იანი წილი აჭარაზე  მოდის. ციფრები სახალხო დამცველის ანგარიშში მოხვდა. სხვებისგან განსხვავებით, ჩვენი რეგიონი ერთადერთია ქვეყნის მასშტაბით, სადაც სტატისტიკა მზარდია. ახლა მთავარი კითხვა ასე ჟღერს:  რატომ ეპყრობიან დროებითი  მოთავსების იზოლატორში ადამიანებს არასათანადოდ?  

აჭარაში დაკავების შემდეგ დაზიანებების მიღების შემთხვევების რაოდენობა დაახლოებით 9-ჯერ გაიზარდა. ციფრი  ომბუცმენმა 2018 წლის ანგარიშში ასახა. ნინო ლომჯარის უწყების შეფასებით მდგომარეოა განსაკუთრებით რთულია. დოკუმენტის მიხედვით  ბათუმის დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალდებულზე ფიზიკური დაზიანების 47 შემთხვევა დაფიქსირდა. რიცხვი წინა წლის მაჩვენებელზე 9ჯერ მეტია. 

მოთავსების იზოლატორში დაკავებულებზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი ორჯერ არის გაზრდილი.  რიცხვი 116-ს შეადგენს. ომბუცმენის ანგარიშის მიხედვით მაჩვენებელი აჭარის გარდა , სხვა რეგიონებში არ გაზრდილა.  უფრო მეტიც, ზოგიერთ რეგიონში შემცირდა კიდეც. ლომჯარიას უწყება ასკვნის, რომ დაკავებულ პირთა მიმართ პოლიციის მოპყრობა აჭარაში მკვეთრად გაუარესდა. 

დაკავების შემდეგ დაზიანებების მიღების ფაქტებს ადასტურებს ადვოკატთა ნაწილი. დავით ჯაფარიძეს ამის კონკრეტული  მაგალითებიც  მოჰყავს და ამბობს, რომ პროკურატურა რეაგირებას ვერ ახდენს, საქმეები კი ფურცლებად თაროებზე რჩება. 

შემთხვევათა რაოდენობა, რომელიც ომბუცმენის ანგარიშში მოხვდა, განსაკუთრებული სიმკაცრით გამოძიებას საჭიროებს. რეგიონის წამრმომადგენლობითი ორგანოს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ფიზიკური ძალადობის მაჩვენებელს უარყოიფითად აფასებს. ცოტნე ანანიძე თვლის, რომ პრევენზიული ღონისძიებების განხორციელების მიზნით შინაგან საქმეთა სამინიტროს მაქსიმალური მობილიზებაა აუცილებელი. 

მესამე სექტორი დაკავების პროცესში ბრალდებულის მიმართ არაჰუმანური მოპყრობის პრაქტიკას მიუღებელს უწოდებს. საიას იურისტი მიიჩნევს , რომ კანონდარღვევაზე  მყისიერი რეაგირება უნდა მოხდეს. 

ომბუცმენი პრობლემის გადაჭრის მიზნით რეკომენდაციით მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს გაიზარდოს იმ იზოლატორების რაოდენობა, რომლებშიც ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი . იქ დასაქმებული ექიმებისთვის კი შემუშავდეს სახელმძღვანელო დეტალური ინსტრუქცია იზოლატორში მოთავსებულ პირთა სხეულზე არსებული დაზიანებების სრულყოფილად დოკუმენტირების შესახებ.მოხდეს ხარისხიანი ფოტოების გადაღება და შენახვის წესი. 


დღის ამბები