კვირა 21, ივლისი 2019

არსებობა საფრთხის შემცველ გარემოში

03, აპრილი 2019 20:01:00

ცხოვრება ავარიულ სახლში საფრთხის შემცველ გარემოში. ხულოს მუნიციპალიტეტში აბულაძეები დახმარებას ითხოვენ. სოფელ   ვაშლოვანში ხის ფიცრულში  2 არასრულწლოვანი იზრდება. მუნიციპალიტეტის მერიამ კი მათ დასახმარებლად ეკონომიების გაკეთება ახლა მოიფიქრა.  

საცხოვრებელი სახლი რომ ავარიულია, ამას მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაწერილი აქტიც ადასტურებს. გასული წლის, 23 ოქტომბრით დათარიღებულ დოკუმენტში წერია,  რომ  შენობა დეფორმირებულია, და ნაგებობას  გადაუდებელი აღდგენა-გამაგრება ესაჭიროება. ობიექტის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ძველი სახურავი, რომელიც წყალს ატარებს.  

ავარიულ საცხოვრებელს, აბულაეების  ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაც ემატება.  ოჯახში არავინ მუშაობს, შემოსავლის ერთადერთი წყარო კი პენსიაა, რასაც ნაწილობრივ იღებენ.

აბულაძეები სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ოჯახთა ბაზაში არიან რეგისტრირებულები,  თუმცა შემწეობას ვერ იღებენ. მიზეზი ოჯახის წევრის საცხოვრებელი გარემოს შცვლასთან დაკავშირებით დეკლარაციაში ცვლილების  შეტანა გახდა. ოჯახმა ერთადერთი შემოსავლის წყარო- მსხვილფეხა საქონელიც გაყიდა. სოციალურმა აგენტმა  მათ ბავშვების უსაფრთხო გარემოში გადაყვანა შესთავაზა, რაზეც უარი უთხრეს.

ოპოზიცია თვლის, რომ სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით არსებული პროგრამები მოქალაქეების ოთხოვნებს ვერ პასუხობს. 

აბულაძეების დასახმარებლად ხულოს მუნიციპალიტეტს  შესაბამისი პროგრამა არ აღმოაჩნდა,  თუმცა მერის  მოვალეობის შემსრულებლის მოადგილე, ირწუმენება რომ შესაბამის სამუშაოებს ეკონომიების ხარჯზე განახორციელებენ. 

ვიდრე მერია ეკონომიებს გააკეთებს,  მანამდე ოჯახს არსებობა ისევ საფრთხის შემცველ გარემოში მოუწევს.


დღის ამბები