13, იანვარი 2017 11:26:00
უამინდობის გამო, გიგანტური ტიტას ხის გურიაში გადატანის პროცესი შეჩერდა. ასწლოვანი მცენარე, მოგზაურობას, სავარაუდოდ, ხვალ გააგრძელებს. ამ ეტაპზე, ის ბათუმი -ქობულეთის დამაკავშირებელი გზის ბობოყვათის მონაკვეთზეა განთავსებული. იმისთვის, რომ დღეს სპეციალურ ტექნიკას ხე ხმელეთზე გადაეადგილებინა და სარკინიგზო მაგისტრალი გადაეკვეთა, ელექტროსადენები ჩახსნეს. სამუშაოებს ამჯერადაც კომპანია "ზიმო" ახორციელებს. ირაკლი შანავას ინფორმაციით, ტიტას ხე 220 ტონას იწონის და მისი სიმაღლე 37 მეტრია. ინჟინერი, ტრანსპორტირებისას, გართულებებს გამორიცხავს. აჭარიდან შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში სულ 9 ხეს გადაიტანენ.