16, მარტი 2017 20:37:00
მოქალაქეები, კი რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 000 ლარზე მეტია, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებულ სამედიცინო სერვისებს ვეღარ მიიღებს. აღნიშნული ცვლილების შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ისაუბრა. 400 000 ლარზე მეტ შემოსავლიანი საქართველოში 32 ათასი მოქალაქეა. ცვლილებების შედეგად ისინი ვეღარ მიიღებენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებულ სამედიცინო სერვისებს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ისინი რჩებიან ჯანდაცვის სახელმწიფო სხვა პროგრამების მოსარგებლეებად. ცვლილება ძალაში მთავრობის სხდომაზე დამტკიცების შემდეგ შევა.