სამშაბათი 17, სექტემბერი 2019

ნაადრევი ქორწინება და მისი შედეგები

05, აპრილი 2019 20:04:00

ნაადრევი ქორწინება,   გამოწვეული  პრობლემები და მოქმედი კანონმდებლობა-  მოსაწავლეებს საკითხები მაღალმთიან აჭარაში   გააცნეს.  რა უშლით ახალგაზრდებს განათლების მიღებასა და საზოგადოებაში თავის დამკვიდრებაში?  გამოწვევა, რომლის წინაშე ქვეყანა წლებიია დგას.

რუსიკო სირაბიძე, რომელიც ვაიოს საჯარო სკოლაში სწავლობს ამბობს, რომ სკოლასთან ერთად, „არაფორმალური განათლება“ მსგავს თემატიკაზე სრულყოფილ ინფორმაციას აწვდის.

დაბა ქედის საჯარო სკოლის მოსწავლე, ლილი ტაკიძე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე საუბრობს და ამბობს, რომ მისი არჩევანია მიიღოს სრულფასოვანი უმაღლესი განათლება.

ტრენერის თქმით, ნაადრევი ქორწინება, ეს ის თემაა, რაზეც საზოგადოების ყველა რგოლმა უნდა იმუშაოს. მანანა ბოლქვაძეს მიაჩნია, რომ სკოლასა და ოჯახთან ერთად, მნიშვნელოვანი როლი მედიას აკისრია, სწორედ მან უნდა მიაწოდოს სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაცია აუდიტორიას.

ადრეულ ასაკში ქორწინებასა და მის შედეგებზე ტრენინგი ქედელი მოსწავლეებისთვის მერიის, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ჩატარდა. 


დღის ამბები