08, აპრილი 2019 17:05:00
ბათუმში, „food fest”-ი გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, 12 ქვეყნის 40-მდე სტუდენტმა მისი ქვეყნისთვის დამახასიათებელი, ტრადიციული კერძები წარმოადგინა. დაინტერესებულ სტუმრებს კი კერძის მომზადების წესი გააცნეს. ფესტივალი წელს უკვე მეორედ სტუდენტების ინტეგრაციისა და პოპულარიზაციის მიზნით ჩატარდა.