ორშაბათი 16, სექტემბერი 2019

მოსახლეობა დახმარებას ითხოვს, თვითმართველობას კი პრობლემების შესახებ არ სმენია

08, აპრილი 2019 20:05:00

ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას ითხოვენ ქედაშიც. იმედგაცრუებულ მოქალაქეებს აქ საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება სურთ.   სოლიდური თანხების ხარჯვის მიუხედავად  საკითხი დღემდე გააუჭრელია.


საკანალიზაციო სისტემის მოსაწესრიგებლად ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქედაში,2014 წელს, 1 მილიონ 199 900 ლარი დახარჯა.  არსებული ქსელის შეკეთების პარალელურად, რამდენიმე მუნიციპალურ თემში, ფეკალური მასების გასაწმენდად სპეციალური ნაგებობებიც აშენდა. ორი გამწმენდი ნაგებობა ცხმორისის თემის ცენტრში მოეწყო. ადგილობრივების თქმით, მათგან ერთი დღემდე უფუნქციოა.

ამავე სოფლის ცენტრში, საერთო საპირფარეშოსთან ახლოს, სველი წერტილი მცირე მეწარმესაც აქვს მოწყობილი. ვარდო დუმბაძის მტკიცებით, ჰიგიენის ოთახიდან ფეკალური მასები მათ მიერ მოწყობილ სპეციალურ ჭაში ჩაედინება და მდინარე აჭარის წყალში მოხვედრის საშიშროება არ არის.  

მოსახლეობის პრეტენზიებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს ქედის მერის მოადგილე. როლანდ ბერიძის მტკიცებით, ყველა საქლორატორო გამართულად მუშაობს და ფეკალიები მდინარეში  არ ჩაედინება. 

მუნიციპალიტეტის მერია, საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციას ამ ეტაპზეც ახორციელებს, თუმცა მხოლოდ დაბა ქედაში. ამ მიმართულებით წელს ასი ათასამდე ლარი დაიხარჯება და არსებული ქსელის განახლების პარალელურად, დამატებით, ერთი ახალი საქლორატორო ნაგებობაც უნდა მოეწყოს. 

საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი, მერიას მუშაობას უწუნებს და აცხადებს, რომ სამელი წყლისა თუ, საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაციაზე სოლიდური თანხების ხარჯვის მიუხედხავად პრობლემები არ გვარდება.

საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია დაბა ქედაში რუსთაველის, გოგებაშვილის, სახოკიას, აღმაშენებლის, შერვაშიძის, 9 აპრილისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე განხორციელდება. 
სიუჟეტი ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა.


დღის ამბები